გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან რატიანი: კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის ქალია

2-05-2020

პირველის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მერვე პაციენტი 72 წლის ქალია. მისივე თქმით, ქალს ძირითად დიაგნოზთან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 


"დღეს დილით დაფიქსირდა ერთი პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი, ქალბატონი 72 წლის , რომელიც შემოსულია 14 აპრილს კლინიკაში, ძირითადი დიაგნოზი არის კოვიდინფექციით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით . ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად დილით დაფიქსირდა გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილი," - განაცხადა ლევან რატიანმა.