2-05-2020
შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში ადგილობრივ მეწარმე სუბიექტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათების შესახებ დაწესებულ რეგულაციებს.
აღნიშნული შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პარმენ მარგველაძემ შეხვედრის მონაწილეებს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა.