19-02-2018
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მიმართებულებით გუშინ, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. რის შედეგადაც ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. დღეს დილით რკინის გზის სადგურის მიმდებარედ არსებული ავტოსადგურის, შპს “ავტოტრანსის“ მძღოლების მიერ გამართულ აქციაზე მათი უფლებადამცველმა თანდილა ჯოლოგუამ აღნიშნა, რომ გასროლა სწორედ ამ კომპანიის ხელმძღავანლის სახლის მიმართულებით განხორციელდა და ის მის დაშინებას ემსახურებოდა. შემდეგ კი ადვოკატმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ის მძღოლებმა შეცდომაში შეიყვენეს და არანაირ სროლას ადგილი არ ჰქონია.
როგორ მოგვიანებით გაირკვა სახლის ჭისკართან, რომელსაც ესროლეს შპს „ავტოტრანისი“ დამფუძვნებლის თემურ ბულიას მანქანა იდგა.
თემურ ბულია რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა სწორედ „ავტოტრანისი“ მძღოლების მიერ გუშინ გამართულ აქციას მოჰყვა. ბულიას ცოლის ძმა, ირაკლი როგავა, რომელიც ამავე შპს-ში მუშაობს, ამბობს, რომ მომხდარს აქციებთან კავშირი არა აქვს.
„არაფერი არ ვიცი რა მოხდა და ვერც ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ ჩემი სიძის მანაქანა მეზობლის ჭიშკართან, სწორედ იმ სახლის წინ იდგა, რომელსაც ესროლეს. არ ვიცით მანქანის მიმართულებით იყო გასროლა თუ სახლის. ამ აქციებთან ჩვენ არანაირი კავშირში არ გვაქვს და ყველაფერი თვითონ მძღოლების ორგანიზებით ხდება“, - თაქვა ირაკლი როგავამ.
შპს „ავტოტრანსის“ მძღოლები აქციას ორი დღეა მართავენ. ისინი სავაჭრო ცენტრ „ალიანსის“ გვერდით ახლად გახსნილი ავტოსადგურის მუშაობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული სადგური კანონის დარღვევით აშენდა.
ისინი დღეს ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას შეხვდნენე. შეხვედრის დასრულების შემდეგ არცერთმა მხარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ლაშა გოგია აღნიშნულ საკითხს შეისწავლის და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძოება სს კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) უკანონო შეძენა-შენახვა და ტარებას გულისხმობს.
რადიო: "ათინათი"