გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებები ერთ-ერთი სამაგალითოა როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში - ირაკლი ჩიქოვანი L'Opinion-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

2-05-2020

მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული სპეკულაციებისა და პოლიტიკური ძალების მცდელობისა, დააკნინონ ის შედეგები, რაც ქვეყანას აქვს, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მთლიანად პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთ-ერთი სამაგალითოა როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში, რომ ერთად შესაძლებელია კოვიდ-19-თან ეფექტიანი ბრძოლა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ფრანგულ გამოცემა L'Opinion-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია Covid 19-თან ბრძოლის პროცესში, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებზე.

პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ იმ თანმიმდევრული, სისტემური მიდგომის მეშვეობით, რომელმაც ქვეყანას კოვიდ-19-თან ბრძოლაში პოზიტიური შედეგები მოუტანა.

„ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ გამოცემაში საუბარია იმაზე, რომ არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღო საქართველომ თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, არამედ, უკვე წლებია, განაგრძობს სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც რეალურად შეიცვალა და კიდევ უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, მისი მისწრაფებები არის ძალიან სწორი, ადეკვატური და ევროპამაც შესაბამისად უნდა დაინახოს. ძალიან დადებითია ის გარემოება, რომ ჩვენ განვიხილებით ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად და ეს არ არის მხოლოდ ერთი ავტორის აზრი, არამედ იგი ეყრდნობა სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებსაც, სადაც საქართველო განხილულია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად. მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული სპეკულაციებისა, პოლიტიკური ძალების მცდელობისა, დააკნინონ ის შედეგები, რაც ქვეყანას აქვს, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მთლიანად პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთ-ერთი სამაგალითოა როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში, რომ ერთად შესაძლებელია კოვიდ-19-თან ეფექტიანი ბრძოლა“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ფრანგული გამოცემა L'Opinion-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, სამი მცირე ზომის ქვეყანა - სინგაპური, შვეიცარია და საქართველო პანდემიის პირობებში ბევრად უკეთ მუშაობენ და არსებულ გამოწვევებს კარგად ართმევენ თავს. სტატიაში დაფიქსირებულია, რომ საქართველო ზედმიწევნით კარგად ართმევს თავს ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებას, რაც კრიზისის მართვის გადამწყვეტი ზომების მიღების წყალობით მოხდა.