გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს

2-05-2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა გლდანის აგრარული ბაზრის ფუნქციონირების განახლების მიზნით, ბაზრის ადმინისტრაციას და მოვაჭრეებს შესაბამისი რეკომენდაციები გააცნეს. სამუშაოების მიმდინარეობასა და არსებულ ვითარებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე გაეცნენ. ბაზრის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბაზრის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები, რათა ბაზარმა ხვალიდან განაახლოს ფუნქციონირება.

2 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. აგრარული ბაზრების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.