გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

2-05-2020

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „ლანჩხუთის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის“ მართვაში არსებულ 21 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის სრული გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.

საკვები პროდუქტების გაცემას რამდენიმე საბავშვო ბაღში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და ა(ა)იპ „ლანჩხუთს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის“ ხელმძღვანელი, ნატა კობალავა გაეცნენ.

"დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების 1145 აღსაზრდელი სურსათს მიიღებს. პროდუქტების გაცემა დილიდან დაიწყო და სახელმწიფოს ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს" - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების პირველი ეტაპი მარტის თვის ბოლოს განხორციელდა.