გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციას: ხომ ხედავთ მსოფლიო მედია ამ ხელისუფლებაზე მუშაობს, ხოდა თქვენც შეეგუეთ, მოდუნდით და დანებდით

2-05-2020

l’opinion- ის სტატიამ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ გამახსენა - მამალს მიუყვანს ილიკო ზურიკელას და ოლღა ამოიკვნესებს - ,,ეს უნდოდა ახლა ჩემ დასუსტებულ ქათმებს“? ეს უნდოდა ახლა ოპოზიციას?,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი და საქართველოს შესახებ ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც ავტორი წერს, რომ საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა.

ნიკოლეიშვილის თქმით, ამ ამბით გაგიჟებული ოპოზიცია თავის დასამშვიდებლად იტყვის, "ოცნებამ" შეუკვეთაო.

"l’opinion- ში გამოქვეყნებული სტატიამ, სადაც აღნიშნულია რომ , საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა, იცით რა გამახსენა? ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“-დან ერთი მომენტი - მამალს მიუყვანს ილიკო ზურიკელას და ოლღა ამოიკვნესებს - „ ეს უნდოდა ახლა ჩემ დასუსტებულ ქათმებს“? ეს უნდოდა ახლა ისედაც დასუსტებულ და გაგიჟებულ ოპოზიციას? მაგრამ თავის დასამშვიდებლად აუცილებლად იტყვიან ოცნებამ ჩააწყო, შეუკვეთა . იცით, რა ხომ ხედავთ მსოფლიო მედია ამ ხელისუფლებაზე მუშაობს, ხოდა თქვენც შეეგუეთ, მოდუნდით და დანებდით“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.