3-05-2020
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო.
როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მთის რამდენიმ მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დააზიანა საავტომობილო გზები და სავარგულები.
მისივე თქმით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.
“საჩხერეში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მთის რამდენიმე მდინარე, გადმოვიდა კალაპოტიდან, დაზიანდა საავტომობილო გზები, დაზიანდა რამდენიმე სოფელში გაბიონები, რამდენიმე ადგილზე სავარგულებში შევიდა წყალი. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა ზიანზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ხვალიდან კომისია, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტში, დაადგენს ზიანის ოდენობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და გვეცოდინება კონკრეტულად, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ საჩხერის მოსახლეობას”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.