გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კორონავირუსით ინფიცირებულ ყვარლის სასწრაფოს ექიმთან შეხებაში მყოფი 85 პირის ტესტირების პასუხი დღეს გახდება ცნობილი

4-05-2020

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმის 147 კონტაქტია მოძიებული. მათგან 85 პირის ნიმუშის ტესტირების პასუხი დღეს გახდება ცნობილი. 62 ადამიანი კი გუშინ გამოიკვლიეს და კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია.

ყვარელში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი, რომელიც გუშინ დაიწყო, დღესაც გაგრძელდება.

რაც შეეხება თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ინფიცირებული ექთანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან 27 აპრილს იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. ეპიდემიოლოგების მიერ მოკვლეულია მედდის მეუღლის კონტაქტები და გაირკვა, რომ მეზობლების გარდა, მას შეხება არავისთან ჰქონია. მამაკაცი და მისი სამი მეზობელი თვითიზოლაციაში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ყველა მათგანს კორონავირუსზე ტესტისთვის ანალიზს დღეს აუღებენ.

კახეთში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

1tv.ge