გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იმერეთში აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხსნება

4-05-2020

იმერეთის რეგიონში არსებული აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იწყებენ ფუნქციონირებას. ვანის მუნიციპალიტეტში ბაზარი დღეს გაიხსნა, მომავალ კვირას გაიხსნება ბაზარი ბაღდათში, რაც შეეხება სამტრედიას, ქალაქში ბაზარი უკვე მუშაობს და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესაბამისი სტანდარტების დაცვის პირობით, ღია ბაზრების ფუნქციონირება აღდგა. იხსნება ბაზრები, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის განახლების პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახელმწიფოში მოქმედი წესების დაცვა“,-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ბაღდათში, ვანსა და სამტრედიაში იმყოფებოდნენ და ბაზრებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.