გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში VI-VII საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს

4-05-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ორი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება. სპეციალისტებმა ბრინჯაოსგან დამზადებულ ბეჭდებსაც მიაკვლიეს. შუა საუკუნეების სამარხებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა სახლის ეზოში სამუშაოების დროს აღმოაჩინა და გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურს შეატყობინა.

„აღმოჩნდა ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები, რომლებიც გადაეცემა შესანახად და გამოსაკვლევად გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ფონდსაცავს. სამარხების აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა სოფელ ძირკოკის ისტორია. ირკვევა, რომ დღევანდელი სოფლის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან ყოფილა დასახლებული“, - ამბობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი.

სოფელ ძირკოკში არქეოლოგიური სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დახმარებით განხორციელდა.

imedinews.ge