გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე შსს განცხადებას ავრცელებს

4-05-2020

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ. აღნიშნულ საგუშაგოებზე ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი.


თბილისში და რუსთავში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა კვლავ ძალაშია.