გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ბევრი გადაწყვეტილება განიხილება ფორმატში, სადაც განხილვას პარტიის თავმჯდომარე წარმართავს

4-05-2020

„მთელი რესურსი, როგორც ხელისუფლების, ასე მმართველი პარტიის არის მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვოთ თავი პრობლემებისგან, ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისგან და ამ ყველაფრის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს. ამ პროცესში ბუნებრივია საკვანძო როლი აქვს პარტიის თავმჯდომარეს, რომელთანაც ჩვენ გვაქვს რეგულარული კონსულტაციები და ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები განიხილება ხოლმე იმ ფორმატში, სადაც განხილვას წარმართავს ხოლმე პარტიის თავმჯდომარე“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პატიას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მობილიზაციის, სრული კონცენტრაციის და კარგი მუშაობის დამსახურებით ცდილობს არსებულ გამოწვევებთან ბრძოლას.


„ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ პარტიას, აქედან გამომდინარე, პარტიის რესურსის სრული მობილიზება, რა თქმა უნდა, თავმჯდომარის ორგანიზებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესის სწორად სამართავად. მობილიზაციის ეს ხარისხი რომ არ ყოფილიყო უზრუნველყოფილი, როგორც ხელისუფლების, ასევე მმართველი პარიის, ბუნებრივია პრობლემები იქნებოდა მეტი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ვახერხებთ ამ პრობლემების გადაჭრას და ეს არის სწორედ ამ მობილიზაციის, სრული კონცენტრაციის და ძალიან კარგი მუშაობის დამსახურება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​