გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფო კილაძე: გავლენიან გერმანულენოვან გამოცემებში საუბარია, რომ ივანიშვილმა თავის ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო დახმარება გაუწია

4-05-2020

„გავლენიანი ინგლისურენოვანი გამოცემების შემდეგ, უკვე გავლენიანი გერმანულენოვანი გამოცემები ალაპარაკდნენ იმ წვლილის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის Covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. სტატიაში, როგორც გერმანელებს სჩვევიათ, ობიექტურად ჩანს ის დიდი წვლილი, ის დახმარება, რასაც ბიძინა ივანიშვილი უწევს საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ყველაზე კარგად ქვეყნის ეფექტიანობა და ქვეყნის დემოკრატია იქედან ჩანს, თუ როგორ უმკლავდება კრიზისულ ვითარებას ესა თუ ის სახელმფიფო.

„სტატიაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ქართული სახელმწიფო კრიზისულ სიტუაციას გაუმკლავდა ძალიან კარგად. ამ ყველაფრის გადაზღვევა რეალურად იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უპრეცედენტო დახამრება გაუწია თავის ქვეყანას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სტატიაში ასევე მითითებულია, რომ იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ეს ადამიანი არის ის, ვინც უპრეცედენტოდ მოიქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით“- აღნიშნა სოფო კილაძემ.​