გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო

5-05-2020

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 716.9 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243).

2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.0 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენს.

საქსტატის ინფორმაციითვე, 2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.4 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.5 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი - 15.1 პროცენტს.