გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 150 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

5-05-2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 150 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

ანალიზებს შორის შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების, საკარანტინო სივრცეებიდან გამოსულ პირთა ანალიზები და ასევე წყალტუბოში ინფიცირებული პირების კონტაქტები იყო. „კოვიდ 19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეები 75-მა მოქალაქემ დატოვა, 320 კი რჩება.

1tv.ge