გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში მეხუთე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

5-05-2020

აჭარაში მეხუთე დღეა ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 24 საათის განმავლობაში 140 პირი გამოიკვლიეს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკა „მედალფაში“ 22 პაციენტი იმყოფება, აქედან ერთი გამოჯანმრთელებულია და კლინიკას მალე დატოვებს. მედიკოსები უახლოეს დღეებში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან და აცხადებენ, რომ რეგიონში სიტუაცია სტაბილურია.

კვლავ მძიმეა მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობა, თუმცა ის მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს და მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.

აჭარაში კორონავირუსი სულ 33-მა ადამიანმა დაამარცხა, აქედან 2 მედიკოსია, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა, 5 მედიკოსი მკურნალობას განაგრძობს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

imedinews.ge