გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ერისა და ისტორიის წინაშე! მან ქვეყანა თავის ცხოველურ ინტერესებს გადააყოლა

5-05-2020

"ცალსახად გეტყვით, ქართულმა დამოუკიდებელმა და ობიექტურმა სასამართლომ უნდა გამოუტანოს ადეკვატური განაჩენი მიხეილ სააკაშვილსაც და მის ზონდერბიჭუნებსაც! სააკაშვილმა თავის ცხოველურ ინტერესებს გადააყოლა ქვეყანა! მე სააკაშვილს ბრალს ვდებ და მან პასუხი უნდა აგოს ერისა და ისტორიის წინაშე! მეტსაც გეტყვით: მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ქვეყნის დაქცევა-გაუბედურებაში ბრალს ვდებ ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს"-ეს განცხადება გუბაზ სანიკიძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 2012 წლის 20 აგვისტოს გამოქვეყნდა.


გუბაზ სანიკიძე მაშინ კოალიცია "ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს და აცხადებდა, რომ ოქტომბრის თვე (იგულისხმება 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები რედ.) "ერისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების თვე იქნება."


მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი დაასამარეს.
"ქართულმა სახელმწიფომ ამოწყვიტა გირგვლიანების ოჯახი! ქართული სახელმწიფო აქციეს უსამართლოდ დასჯის მთავარ მექანიზმად და ეს ნაციონალების უპირველესი დანაშაულია!


ყველა, ვინც ხმას აძლევს "ნაციონალურ მოძრაობას", მორალურად, სანდრო გირგვლიანისა და მისი ოჯახის ამოწყვეტის მონაწილეა.


საქართველოში აუცილებლად გაიმართება სკანდალური სასამართლო პროცესი! დიახ, ქართული"ნიურნბერგის პროცესი" აუცილებლდა უნდა შედგეს, რათა აღარ განმეორდეს ის, რაც უკვე მოხდა სააკაშვილისა და მისი ბანდის ორგანიზებით" - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე გაყრდნობით

NSP.GE