გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"მთვრალი პოლიციელები მომსდევდნენ და მესროდნენ" (ვიდეო)

16-11-2017

რუსთაველი ახალგაზრდა, რობი ღონღაძე, რომელიც სკოლის მოსწავლეა, აცხადებს, რომ მას მთვრალი პოლიციელები მისდევდნენ და ცეცხსასროლი იარაღიდან ესროდნენ. 18 წლის ბიჭი "ინფო რუსთავთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება, რომ 12 ნოემბერს რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიასთან მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის მანქანა გაჩერდა და ბიჭებს მიმართა - "აქ რას აკეთებთ, მაღაზიის გაქურდვას ხომ არ აპირებთ?". რობი აცხადებს, რომ პოლიციელებს ზრდილობიანად უპასუხა, თუმცა სამართალდამცველებმა ბიჭის ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასმა და განყოფილებაში გადაყვანა სცადეს, რა დროსაც მოზარდი გაიქცა. პოლიციელები  ბიჭს დაედევნენ, თან ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.   დევნისას ბიჭი წაიქცა, პოლიციელებმა კი უმოწყალოდ სცემეს.

ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ  "მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, ქალაქ რუსთავში პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, თუმცა, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, შეტყობინების ინიციატორთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა. 

ამავე თემაზე შსს-ს გენერალურ ინსპექციას, ასევე მიმართა სახალხო დამცველის რუსთავის ოფისის წარმომადგენელმა და დამატებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით, შსს-ში, შეტყობინების ინიციატორ მოქალაქესთან ერთად, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გამოცხადების სურვილი გამოთქვა. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან და შეტყობინების ინიციატორ მოქალაქესთან გასაუბრების შემდეგ, ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, შსს-ს გენერალური ინსპექცია შესაბამის და ყველა საჭირო მოქმედებას განახორციელებს."

ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს, "ინფო რუსთავი" გაესაუბრა რობის მეგობრებს, მეზობლებს, მამას და თავად დაშავებულს.



წყარო: inforustavi