გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მშენებლების დაპირისპირების გამო შეჩერებული სასტუმრო "გურიას" მშენებლობა

20-02-2018

უკვე რამდენიმე თვეა, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე გასულ წელს დაწყებული სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია.

მისი რეაბილიტაცია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" დამფუძნებელმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ბიზნესმენმა, ზურაბ ჩხაიძემ დაიწყო.

მან ეს შენობა, მისი დაფუძნებული კომპანიის "გურია პალასის" სახელით  რამდენიმე წლის წინ შეიძინა, თუმცა ქალაქის ყოფილ მერთან დაპირისპირების და სასამართლო დავების გამო, მისი რეაბილიტაციის დაწყება ჭიანურდებოდა.

როგორც "გურიის მოამბეს" არაოფიციალურად აცნობეს, სასტუმრო "გურიას" რეაბილიტაციის პროექტი მშენებლების დაპირისპირების გამო შეჩერებულია.

იმავე წყაროს ინფორმაციით, მშენებლები ერთმანეთს ძველი სასტუმროს დემონტაჟის შედეგად დაგროვილი ნარჩენების (ალუმინი, შავი ლითონის ჯართი და ასე შემდეგ) კუთვნილებაზე ვერ შეთანხმდნენ.

'გურიის მოამბე" შეეცდება ამ, ინფორმაციის გადამოწმებას თავად მეპატრონესთან და იმის გარკვევას, თუ რატომ შეჩერდა სასტუმროს მშენებლობა ოზუირგეთში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ეგიდით, რომლის დამფუძნებელი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ "გურია პალასსაც" ფლობს, ახალი, თანამმედროვე სასტუმრო, კახეთში, კერძოდ ახაშენში გაიხსნება (ახაშენის სასტუმროს ფოტო იხილეთ სურათზე).

"გურიის მოამბე"