გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია რას წერენ და რა შეფასებებს აძლევენ ჩვენს საქმიანობას საზღვარგარეთ

5-05-2020

როდესაც საუბრობენ საქართველოს მაგალითზე, როგორც ამ პრობლემის მართვის თვალსაზრისით, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული შემოწირულობის თვალსაზრისით, ეს არის ის რეალობა რაც არსებობს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ფრანგულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას, რომელშიც საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ მოყვანილია როგორც სამაგალითო, ხოლო მმართველი პარტიის დამფუძნებლის ქველმოქმედება მისაბაძი მთელი მსოფლიოსთვის.

„ამ რეალობას ზოგი ხვდება სიხარულით, ზოგი - პრაგმატული თავშეკავებით და ანალიზით, ზოგი კიდევ - თავშეუკავებელი სიბრაზით. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საზოგადოებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, იცოდეს რას წერენ და რა შეფასებებს აძლევენ ჩვენს საქმიანობას საზღვარგარეთ. ამავე დროს რეალურ სიტუაციას უნდა გავუსწოროთ თვალი - მთელი ძალისხმევა სააკაშვილის კლასტერის მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე დაამცირონ, შეამცირონ როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე მის მიერ ჩამოყალიბებული სახელისუფლო სტრუქტურების საქმიანობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​