გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამირან გამყრელიძე - მიმდინარე და მომავალი კვირის განმავლობაში ქვემო ქართლში მუშაობა უფრო ინტენსიური გახდება, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გამოვიკვლიოთ

5-05-2020

ქვემო ქართლის რეგიონში, განსაკუთრებით კი, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში კოვიდინფიცირებული პაციენტების დროული გამოვლენის მიზნით, კვლევები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ კუთხით რეგიონის  მხარდაჭერის ღონისძიებათა გეგმა უკვე შემუშავებულია.

„ჩვენ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს მიპყრობილი ქვემო ქართლის რეგიონზე, კერძოდ სამ მუნიციპალიტეტზე  –  მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები. გასულ შაბათს პაატა იმნაძე, ხათუნა ზახაშვილი, ანა კასრაძე და ფიქრია შავრეშიანი, რომელიც ჩვენგან ამ რეგიონის კურატორი ეპიდემიოლოგია, ასევე მე, რეგიონში გახლდით. გვქონდა შეხვედრები სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, ასევე სამედიცინო საზოგადოებასთან, გუბერნატორიც მონაწილეობდა. დავსახეთ მთელი რიგი დამატებითი ღონისძიებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონში კოვიდინფექციით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასენიანება აღინიშნება – ახალი კორონავირუსის 198 შემთხვეევა, რაც მთლიანად საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების 33 პროცენტია.

„განსაკუთრებით მაღალი დასენიანება გვაქვს ბოლნისში – 117 დადებითი შემთხვევა, თეთრიწყაროში – 48 და მარნეულში – 33. ამიტომ რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა მოსახლეობის, 2 ათასამდე ადამიანს ჩატარებული აქვს „პისიარ“ ტესტი და 198 დადებითი შემთხვევაა გამოვლენილი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შევიმუშავეთ რეგიონის შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე კვირისა და მომავალი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად ინტენსიური გახდება მუშაობა რეგიონში, რათა მაქსიმალურად გამოვიკვლიოთ ადამიანების დიდი რაოდენობა,  ინფიცირებულები ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ და დროულად ვუმკურნალოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული რეგიონი შედარებით მკაცრი საკარანტინო ზონაა და  მობილობა შეზღუდულია.

„ეს ღონისძიებები ერთ-ერთი მთავარია ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შორის. მსგავსმა მიდგომამ კარგი შედეგი მოგვცა აჭარაში, მაგალითად, ქობულეთში, რომელიც დაკეტილი იყო. იცით ე.წ. ქობულეთის კლასტერი. იქაც რამდენიმე ათეული დადებითი შემთხვევა გვქონდა და თითქმის ბოლო 10 დღეა,  რომ ახალი შემთხვევები აღარ ფიქსირდება, რამეთუ ყველა იყო გამოკვლეული, იდენტიფიცირებული ადრეულ ეტაპზე, ვისაც ჰქონდა ინფექცია, იზოლირებული და შესაბამისად, ნამკურნალები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

1tv.ge