5-05-2020
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვალერიან ლომთათიძეს 5 მაისს ასი წელი შეუსრულდა.
იუბილარს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა, გელა ბაქანიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ მიულოცეს.
ბატონი ვალერიანი ომში დაწყებისთანავე, 1941 წელს წავიდა. ის ნაღმმტყორცნელი იყო. მონაწილეობდა ლენინგრადის ბლოკადის ბრძოლებში. ომიდან სამშობლოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 1943 წელს დაბრუნდა.
ბატონი ვალერიანი 100 წლის ასაკშიც მხნედ და ხალისიანად გამოიყურება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვალერიან ლომთათიძეს ულოცავს 100 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.