გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

5-05-2020

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაახლოებით 10 ობიექტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. სამუშაოები მხარის რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ მოინახულა.

„დილიდან, 10 -მდე ინფრასტრუქტურულ პროექტზე განახლდა სამუშაოები, ძირითადად წყალმომარაგებისა და კეთილმოწყობის პროექტებია.

ასევე, 50 პროექტზე განახლდება სამუშაოები თუ ობიექტები დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ არსებული მოთხოვნების შესრულებას მათი მხრიდან.

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ამ დროისათვის სიმშვიდეა, ინფიცირების 5 შემთხვევიდან 3გამოჯანმრთელდა და 2 კი აგრძელებს მკურნალობას.

თერმოსკრინინგი ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შემდეგ მიმდინარეობს ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში და ამ დრომდე საეჭვო სიმპტომები არ დაფიქსირებულა,

ყოველდღიურად ვხვდები მოსახლეობას. რეგიონის მაღალმთიან სოფლებში იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ წვდომა ყველა სახის ინფორმაციაზე და კარგად იცნობენ მთავრობის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებებს, ზედმიწევნით იცავენ რეკომენდაციებს. შეიძლება ითქვას, რომ მაგალითსაც კი მისცემენ დანარჩენ საზოგადოებას "- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.