გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ჩიქოვანი: სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია

6-05-2020

მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი და წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში, - ამის შესახებ საქარტელოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, თანმიმდევრულობა, სისტემურობა, ან ღირებულებებზე დაყრდნობილი პოლიტიკის წარმოება მიხეილ სააკაშვილისთვის დამახასიათებელი არ არის.

„თანმიმდევრულობა, სისტემურობა, ან ღირებულებებზე დაყრდნობილი პოლიტიკის წარმოება მიხეილ სააკაშვილისთვის დამახასიათებელი არ არის

მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი და წარსულის პოლიტიკოსი დადებით შედეგს ვერ შექმნის ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში. თუმცა, სამწუხაროა, რომ საერთოდ, განიხილება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური თანამონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში, ადამიანის, რომელიც მძიმე დანაშაულში არის მსჯავრდებული ჩვენს ქვეყანაში, ადამიანზე, რომელზეც სახელმწიფომ მიმართა უკრაინულ სახელმწიფოს, რომ გადმოეცა. ჩვემნ დაველოდებით მოვლენებს და გვექნება შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.