გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს შეუძლია დადოს შედეგი ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორიც არის Covid-19-თან ბრძოლა

6-05-2020

საქართველო, უკვე რამდენიმე წელია, აღიარებულია, როგორც რეფორმატორი ქვეყანა ევროკავშირის მეზობლად, ეს ცხადია. აღიარებულია დაწინაურებულ ქვეყნად ყველა იმ ურთიერთობაში, რა ურთიერთობებიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან მიმართებაში. საქართველოს აქვს ყველაზე დიდი პორტფელი რეფორმებისა, რომლებიც აქამდე გაგვიკეთებია და რომლებსაც შემდგომში ვგეგმავთ. ამ ყველაფრის ერთობლიობა და რეალური დანახვა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალს შეუძლია დადოს შედეგი, ისეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორიც არის Covid-19-თან ბრძოლა, არის მიზეზი იმ ყურადღებისა, რომელსაც ჩვენ ვიპყრობთ საერთაშორისო არენაზე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ნდობა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომ მიიღოს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი, რადგან შეუძლია სწორად და ადეკვატურად მიმართოს ეს რესურსი ხალხის საკეთილდღეოდ.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეს ევროკავშირში ასეთი პოლიტიკაა შემუშავებული - “Team Europe”, ანუ ევროპის გუნდი, სწორედ ამ გუნდის ნაწილია საქართველო და ეს არ ხდება ერთ დღეში, ეს ხდება თანმიმდევრული და მიზანმიმართული სვლით. საქართველოს არ აქვს დღეს საპოვნი მისასვლელი გზები პარტნიორებთან და არც სალაპარაკო ენა. ჩვენ დიდი ხანია, ერთ გზაზე ვდგავართ, დიდი ხანია, მივდივართ ერთიანი მიმართულებით ევროპასთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად, ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის და ერთმანეთს ვენდობით.

საქართველოს ენდობიან, რომ მას შეუძლია საკუთარი ქვეყნის მართვა და შესაბამისად, შეუძლია კონკრეტული შედეგის დადება ძალიან რთულ და ძნელ ვითარებაში. ჩვენ გვაქვს იმის ნდობა, რომ მივიღოთ ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი, ერთ-ერთმა პირველმა, თუ პირველმა არა საერთაშორისო დონორების მხრიდან, რადგან საქართველოში არის სისტემური სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია სწორად და ადეკვატურად მიმართოს ეს რესურსი ხალხის საკეთილდღეოდ,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.