გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იმერეთში მეხუთე დღეა COVID19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

6-05-2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 232 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და საკარანტინო სივრცეებიდან დღეს და ხვალ გამსვლელ პირთა ბიოლოგიური ნიმუშებია.

მისივე ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეებიდან 34 პირი გავიდა. ამ დროისთვის კარანტინში 351 მოქალაქე იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 505. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge