გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვოლსკი: თუ უკრაინაში ეს იციან, მაშინ მათთან ურთიერთობაში რთული ხვალინდელი დღე გველის

6-05-2020

“მთავარი საკითხი არის უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა. დღეს ეს არის რეალობა, თუ როგორ ნაწილდება პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური რესურსები მსოფლიოში და ჩვენც და უკრაინაც ამის ნაწილს წარმოვადგენთ. შავი ზღვის რეგიონი მაქვს მხედველობაში. “ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლისათვის ძნელია ყველა იმ დეტალზე საუბარი, თუ რა შეიძლება ამის უკან იდგეს, რა ფინასური ძალებია, ვინ ვის ებრძვის და რა როლი უნდა შეასრულოს სააკაშვილმა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის“ ეთერში. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი იმპულსური, დაუგეგმავად მოქმედი პირია, რომელმაც საქართველოს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა დადასტურებულად: დანაწევრებული საქართველო, მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვევით, სოციალური პაკეტი ნულზე, სოფელი განადგურებული, და იმ ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებმაც დაკარგეს სახლ-კარი, ჯანმრთელობა, ქონება - აი, რაც დაგვიტოვა სააკაშვილმა. ეს იყო ინდივიდუალური და დესპოტური მართვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ისტორიაში. აქ იმის გაანგარიშება, თუ რა როლს თამაშობს სააკაშვილი დღეს უკრაინისთვის, უფრო ექსპერტთა გუნდის ვალდებულებაა. და თუ უკრაინაში ეგ არ იციან, ჩვენ ძალიან რთული ხვალინდელი დღე გველის ორმხრივ ურთიერთობაში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ​.