გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერის 29 მაისს პარლამენტში დაბარება ოპოზიციის პოპულიზმია

6-05-2020

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ პრემიერმინისტრი 29 მაისს მოვიდეს პარლამენტში და გააკეთოს მოხსენება, მათ ძალიან კარგად იციან, რომ აქ საუბარია სულ ორ დღეზე, ვინაიდან პირველ ივნისს პრემიერ-მინისტრმა, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში უნდა წარმოადგინოს შესაბამის წერილობითი მოხსენება და ანგარიში და ამ თვეშივე აქვს მას კანონისმიერი ვალდებულება გააკეთოს პარლამენტის წინაშე მოხსნება. ამიტომ ვამბობ, რომ პოპულიზმია ოპოზიციის განცხადებები. ეს არის რეალობა და ამაზე არ საუბრობენ. გასაგებია მათი ინტერესი - მათ არ დარჩათ ის სივრცე, რაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ჰქონდათ პოპულიზმისათვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს უფლება მოითხოვოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლა, ინტერპელაციის წესიც გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ეხება საგანგებო მდგომაროებას, როდესაც არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული მოდგომა, პრაქტიკა და შესაბამისი რეგულაციები.

„თუ საგანგებო მდგომარეობა დასრულდება იმ ვადაში, რომელიც დაანონსებულია, თუ ეს ვადა საკმარისი იქნება, რომ რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ბუნებრივია, ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს პარლამენტში მოვა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​