გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მდინარაძე: სააკაშვილს მდივნობისას შეიძლება ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს

6-05-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის შეფასებით, უკრაინის რადამ გონიერება გამოიჩინა, როდესაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერობაზე უარი უთხრეს.

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ რადას გადაწყვეტილებაში წვლილი "ქართული ოცნების" დეპუტატებსაც მიუძღვით, როდესაც მათ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერილები გააგზავნეს.

"მე მინდა უკრაინის რადას და ჩვენს კოლეგებს, მათ უდიდეს უმრავლესობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გონიერებისთვის და ჩვენი პოზიციის იმგვარად გაზიარებისთვის, რაც შემდეგ მათ ე.წ. სფიჩებშიც გამოიხატა, და სხვადასხვა მიზეზების გამო, მოხდა ისე, რომ რადაში სააკაშვილის კანდიდატურის განხილვა, რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე და იმ თანამდებობაზე, რაზეც იყო საუბარი, არ მოხდა. ახლა ნამდვილად ვერ დავიბრალებთ, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი, დარმწუნებული ვარ, ჩვენი მიმართვებიც იყო, როდესაც ვუთხარით, რომ კრიმინალის დანიშვნა არ შეიძლება მეგობარი ქვეყნის რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს, მამუკა მდინარაძეს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ეხლა თუ რაღაც მრჩევლად, კონსულტანტად და მდივნად დანიშნავენ, ეს უკვე ნამდვილად აღარ ვიცი, იმიტომ რომ მდივნობისას შეიძლება ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად პიარშიკების გარეშე, ამას იყო მხოლოდ ის მიჩვეული. მაგრამ საქართველოს პარლამენტი მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს პარლამენტი მოიქცეოდა. ხვალ და დღეს რას იზამენ, არ ვიცი, კონსულტანტის, მრჩევლის და მდივნის თანამდებობაზე სადმე თუ განამწესებენ, ეს უკვე ჩემი აზრით შედარებით მეორეხარისხოვანია. ყოველშემთხვევაში ისეთ თანამდებობაზე თუ იქნება საუბარი, რომელიც იგუგლება მაინც, მაშინ ჩვენ შეიძლება ჩვენი რეაქციები გვქონდეს, მაგრამ თუ ასე არ იქნება, მერე არ ვიცი, ვიმსჯელებთ ალბათ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

pia