გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთში მოწყვლადი ჯგუფის 50 ოჯახს სასურსათო პაკეტები დაურიგდა

6-05-2020

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გურიის რეგიონში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. ამჯერად სასურსათო პაკეტები, ოზურგეთში მოწყვლადი ჯგუფის 50 ოჯახს დაურიგდა.

სასურსათო პაკეტები გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ბიზნესმენმა ბეგლარ სიორიძემ, მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლში მიუტანეს.

„მინდა სოციალურ აქტივობებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს, განსაკუთრებით ამ პანდემიის დროს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყველა იმ ოჯახის დახმარება, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“ - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

''როგორც იცით, მთავრობის მიერ ბიზნეს-სექტორისთვის დაწესდა საშეღავათო პერიოდი. ამის გათვალისწინებით და ზოგადად, მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, საქველმოქმედო აქცია ჩაგვეტარებინა. მინდა ასევე, გავაჟღერო ერთი ინიციატივის შესახებაც. როცა ეპიდემია დასრულდება, მოვუწოდებ ყველა ოზურგეთელ მეწარმეს, შევიკრიბოთ და შევქმნათ ოზურგეთის მეწარმეთა კავშირი. ეს გაერთიანება არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ მისი დასრულების შემდეგაც იზრუნებს შეჭირვებული ოჯახების დახმარებაზე''- განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.