გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვოლსკი: ტრაგედიაა, რომ ნაცმოძრაობა, რომელიც თავს ქვეყნის მართვის კანდიდატად მიიჩნევს, ფეიბუქმა მთელი რიგი დანაშაულებების ორგანიზატორად დაასახელა

6-05-2020

„ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც თავს მიიჩნევს კანდიდატად ქვეყანა მართოს და რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა ჩაეშვა მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში, ეს არის მთავარი საკითხი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ფეისბუქის მიერ საქართველოში ასობით გვერდის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ კოკა ყანდიაშვილზე.

„რასაკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია. არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკას გვერდზე გაწევას ცდილობს ვინმე. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რესურსიც გააჩნია და თუკი ფეისბუქმა რაიმე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო და ეგ კიდევ გასაანალიზებელია რეალობაში, რამდენად დაარღვია მან ფეისბუქის რეგულაციები. მთავარი აქ ის არის, რომ კონკრეტული პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ დასახელდა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებების, რომელიც დაუშვებელია ფეისბუქ სივრცეში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.