გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჯიპიაი ჰოლდინგი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსავლის დაზღვევას იწყებს

6-05-2020

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსავლის დაზღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაიწყო. სადაზღვევო პროგრამით ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, მოსავალი ისეთი გავრცელებული რისკებისაგან დააზღვიონ, როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა;

პროგრამის ფარგლებში, აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო მოსავალის დაზღვევის ღირებულების 70%-მდე აფინანსებს - ვაზი - 50%, სხვა კულტურები - 70%, დაზღვევის დარჩენილ ღრებულებას კი ფერმერი ფარვას. დაზღვევას ასევე ექვემდებარება ისეთი კულტურები , როგორიცაა ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კენკრა, პარკოსანი და მარცვლეული კულტურები;

აგროდაზღვევის პროგრამის ხელმისაწვდომობისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ჯიპიაის ცხელი ხაზი 0322 505 111, სადაც ფერმერს შესაძლებლობა აქვს, დააფიქსიროს დაზღვევის მოთხოვნნა, რის შემდეგაც უკავშირდება კომპანიის რეგიონული წარმომადგენელი, მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას და დაეხმარება საჭირო პროცედურების გავლაში; აგროდაზღვევის სუბსიდირებით სარგებელობისათვის, საჭიროა, ფერმერმა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის რეგისტრაციის შესახებ და იყოს „ფერმერთა კავშირის“ წევრი (იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი არ არის კავშირის წევრი, ჯიპაის წარმომადგენელი დაეხმარება გაწევრიანებაში)

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: „დღეს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას, სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ფერმერთა მხარდაჭერას. ახლა არ გვაქვს გარისკვის ფუფუნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ დაზღვევის, როგორც ფინასური გარანტიის მნიშვნელობა და საჭიროება. მოლოდინია, რომ წელს მეტი ფერმერი ჩაერთვება აგროდაზღვევის პროგრამაში, რადგან ახლა, ისე როგორც, არასდროს გვჭირდება ფინასური სტაბილურობა, უსაფრთოებისა და დაცულობის განცდა.“

აგროდაზრვევის სახელმწიფო პროგრამაში ჯიპიაი პირველივე წლიდანაა ჩართული და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში 5 000-მდე ფერმერს ჯამში 12 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა; გასულ წელს კი კომპანიაში აგროდაზღვევის 800-მდე სადაზღვევო შემთხვევა

დაფიქსირდა, საიდანაც ჯამში 1 300 000 ლარამდე მოცულობის ზარალი ანაზღაურდა. წელსაც აგროდაზღვევის პროგრამისთვის ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ჯიპიას 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმუშავებს.