გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თამთა მეგრელიშვილი ნაცმოძრაობაზე: "facebook”-მა ამ ძალებთან დაკავშირებული გვერდები და ექაუნთები კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობაში პანიკის დათესვისთვის, სიყალბის გავრცელებისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა

6-05-2020

„ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა, ჩვეული მანერით, საერთო ბრძოლის მოედანზეც მსხვერპლად ისევ საკუთარი ქვეყანა, ხალხი, ექიმები და ეკლესია აირჩია“, - ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებსაც უკვე ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები.

„ახალი კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების დღის წესრიგი შეცვალა. ბევრი რამ შეიცვალა და შეიცვლება... გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებსაც უკვე ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები. ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა, ჩვეული მანერით, საერთო ბრძოლის მოედანზეც მსხვერპლად ისევ საკუთარი ქვეყანა, ხალხი, ექიმები და ეკლესია აირჩია! facebook-მა ამ ძალებთან დაკავშირებული გვერდები და ექაუნთები საკუთარი გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობაში პანიკის დათესვისთვის, სიყალბის გავრცელებისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა. არ გამიკვირდება facebook-ის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილებაც მათი მხრიდან მოქმედ ხელისუფლებას დაბრალდეს. სასაცილოა, სასაცილო!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.