გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე: მადლობა უკრაინელ დეპუტატებს ადეკვატურობისთვის - მათ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი არც კი განიხილეს

7-05-2020

„ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც 2012 წლამდე ცოლს და ქმარს ოთახიდან ტელეფონი გაჰქონდათ ბიზნესსა და პოლიტიკაზე საუბრისას. ასეთი სისტემის თავში იდგა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლაპარაკიც ზედმეტად მიმაჩნია. უნდა ვთქვათ, რომ ეს არის კრიმინალი და დავამთავროთ მასზე საუბარი. მეორეა ისიც, რომ თავმოყვარე ქვეყანა, თავმოყვარე ქვეყნის პარლამენტი მოიქცევა ისე, როგორც ჩვენ მოვიქეცით, რამაც ძალიან დიდი წვლილიც შეიტანა ამ საქმეში - რადამ არც კი განიხილა საკითხი. ძალიან დიდი მადლობა ადეკვატურობისთვის და თანამოაზრეობისათვის რადას დეპუტატებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსების საუბრებშიც კი აისახა ის განწყობა, რაც არის საქართველოს ხელისუფლებაში, ქართულ საზოგადოებაში და უკრაინის საზოგადოების დიდ ნაწილში.

„პოლიტიკურ თანამდებობაზე, რომელსაც სჭირდებოდა უკრაინის რადას ანუ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების თანხმობა, სააკაშვილი ვერ და აღარ დაინიშნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.