გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვოლსკი: რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს - ეს არის ფორმა, რითიც, როგორც ჩანს, „ფრიდომ ჰაუსის“ ყურადღების მიქცევას ლამობდნენ

7-05-2020

„რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, ეს არის ფორმა, რითიც, როგორც ჩანს, სწორედაც, „ფრიდომ ჰაუსის“ ყურადღების მიქცევას ლამობდნენ, ვინაიდან არც ერთი საკითხი, რომელიც მათი ბოიკოტის პირობებში იქნა განხილული არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური ძალის პოზიციის გასაძლიერებლად ან უპირატესობის მოსაპოვებლად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ფრიდომ ჰაუსის“ მიერე გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან სრული ან ნაწილობრივი ბოიკოტის გამოცხადებამ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეაფერხა პარლამენტების მუშაობა და ამით მიანიშნა სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის ნაკლებობაზე.

„რეალურად ვერ ვიტყვი რას ეფუძნებოდა ეს შეფასება ჩვენ მეზობელ ევროპულ ქვეყნებში, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი გაუგონარი უზუსტობა და არ ობიექტურობაა პრინციპულ საკითხზე, მაგალითად ისეთზე, როგორც არის საგანგებო რეჟიმის გაგრძელება, რაშიც ოპოზიცია ღებულობდა მონაწილეობას და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას რეალური საფრთხე ემუქრება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​