გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კორონავირუსით დაავადებული ხუთივე ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია

7-05-2020

თბილისი ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტები არ მიუღია, გუშინ კი კლინიკა ოთხმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხუთივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„რაც შეეხება 5 ახალ შემთხვევას, ყველა წყარო ცნობილია, 3 საკარანტინო სივრციდანაა და გრძლდება მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge