გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის მოსახლეობა სკვერში მშენებლობას აპროტესტებს

20-02-2018

ქუთაისში, ჭავჭავაძის 46 ნომერში მცხოვრებლები სკვერში მშენებლობას და ხეების მოჭრას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გასულ წლებში გაიცა, თუმცა პროტესტის გამო დროებით შეჩერდა და გუშინ განახლდა. ადგილობრივები მერიას მოუწოდებენ, შეაჩეროს ნებართვა, რომელსაც მრავალწლოვანი ხეები შეეწირება.

პროტესტს "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი საქართველოს" წევრები შეურთდნენ. მათი ინფორმაციით, მოსახლეობისგან მალულად მშენებლობის დაწყება, თანაც უნებართვოდ, კანონდარღვევაა და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მშენებლობის შეჩერება.
ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე შპს "იმერეთის" მფლობელები, მსუბუქი კონსტრუქციის შენობას აგებენ, სადაც სავარაუდოდ, კაფე მოეწყობა. მერიაში განმარტავენ, რომ მათ მფლობელებს მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს, რადგან მიმდინარე სამუშაოები არის უნებართვო.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, თუ სკვერი პირვანდელ მდგომარეობაში არ მოვა, მფლობელი დაჯარიმდება. რაც შეეხება ახალ ნებართვას, ჯავახიას განცხადებით, ამის შესახებ მერია მიმართვის შემდეგ იმსჯელებს, თუმცა აცხადებს, რომ მერიის პოზიცია სკვერების შენარჩუნებაა.

"ინტერპრესნიუსი"