გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

7-05-2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. მისივე თქმით, სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მლნ-მდეა, 5 მლნ-მდე სესხის 80%-ს მთავრობა დაუსუბსიდირებს.
ამის შესახებ გახარიამ ტურიზმის ამოქმედების აღდგენის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.


"ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება 2020 წლისთვის. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე.
გარდა ამისა, სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მლნ-მდეა, 5 მლნ-მდე სესხის 80%-ს დავასუბსიდირებით",- განაცხადა პრემიერმა.