გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს

7-05-2020

პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

"ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვენლოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე გაძლიერდეს კონტროლი თითოეული შემომსვლელი ადამიანის.

თუ აქამდე ეს კონტროლი იყო, ჩვენ გვჭირდებოდა 14-დღიანი, 24-საათიანი კარანტინი, ეს ერთ საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები, ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამას უახლოესი პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტს"- განაცხადა გახარიამ.