გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: განთავსების ობიექტების ხელშეწყობის მიზნით უპრეცედენო პროგრამას ვიწყებთ - 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროებს სესხის 80%-ს დავუსუბსიდირებთ

7-05-2020


ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მთლიანად გამიზნული და აგებულია ტურიზმის ინდუსტრიის საჭიროებებზე, მონახულია კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ სექტორში მოქმედი კომპანიების ქვედარგებისთვის, - ამის შესახებ ეკონომკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და კომპანიებს გამოუთავისუფლებს საბრუნავ საშუალებებს, რომ შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები, ასევე დაფარონ სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები და მოემზადონ ამოქმედებისთვის.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, გეგმის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც 1-ელ ნოემბრამდე იყო გადავადებული, წლის ბოლომდე გადავადდება.

„რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებს - უპრეცედნტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო და ეს არის უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად 95%-ზე მეტი სასტუმრო ინდუსტრიის ობიექტი, მოვახდენთ მათი საბანკო სესხის 80%-ის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა გაგრძელდება ექვსი თვე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა სექტორს დაეხმარება და დაუსუბსიდირებs ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ასევე დაეხმარება ჩ ტურისტულ ობიექტებს, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე.

„როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით სექტორს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.