გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვალერი კვარაცხელია: მაშინ, თენგიზ ცერცვაძემ კატეგორიულად თქვა – ჩემთვის უიმედო პაციენტი არ არსებობს, ამ ხალხს ვუმკურნალებთო!

8-05-2020

“არ გამიკვირდა და იცით რატომ, იმიტომ რომ მონაწილე ვარ დებატების რომელიც იმართებოდა ც-ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის სხდომებზე პრეპარატ ჰარვონთან დაკავშირებით.
არც ერთ გაიდლაინში მსოფლიოში არ იყო გამოყენებული იმ დროს ჰარვონი ც-ჰეპატიტის მე-3 გენოტიპის სამკურნალოდ.

პირველად მსოფლიოში ბატონი თენგიზის მეთაურობით გაკეთებულ გაიდლაინში ჩაიწერა ამ ფორმის ჰარვონით მკურნალობა (შედეგი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის ცნობილია)

ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა და ამის შესახებ როდესმე დავწერ(ეხლა ამის დრო არ არის).
დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ ამ უდიდესი მეცნიერის გადაწყვეტილების სისწორე.” – წერდა ვალერი ცერცვაძე თავის პოსტში.

“აიპრესმა” ელჩთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, მანამდე კი ამონარიდი ინტერვიუდად, სადაც საუბარია ც ჰეპატიტს პროგრამაში თენგიზ ცერცვაძის მიერ შეტანილ უდიდეს წვლილზე.

2015 წლის 23 აპრილს  საქართველოში ჩამოვიდა „გილიარდის“ პრეზიდენტი და ხელი მოეწერა ხელშეკრულებას  საქართველოს მთავრობასა და „გილიარდს“ შორის C ჰეპატიტის მკურნალობის მემორანდუმზე.

ვალერი კვარაცხელია: ეს იყო პირველი ერთწლიანი პროგრამა, სადაც გვპირდებოდნენ 5 ათას პაციენტზე მოგცემთ მედიკამენტს, თუ თქვენ ისე გააკეთებთ ყველაფერს, როგორც საჭიროა, მერე ვისაუბროთ C ჰეპატიტის ელიმინაციაზეო. როცა ამბობენ, რომ  რომ 2015 წლის აპრილში დაიწყო ელიმინაციის პროგრამა, არასწორია. ეს იყო ხელშეკრულება 1 წლიანი გამოსაცდელი ვადით.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონი თენგიზ ცერცვაძის წვლილი. იმიტომ რომ ძალიან დიდი პოლემიკა გვქონდა შიგნით კომიტეტში.  ამ 5 ათას პაციენტში იყვნენ უიმედო პაციენტები, რომლებსაც უმძიმესი გართულებები ჰქონდათ ცეროზით, გულის, ღვიძლის უკმარისობით.  ფაქტობრივად, ასეთ პაციენტებს არავინ მკურნალობდა. ზოგი ამბობდა, ნუ გავუგზავნით „გილიარდს“ ამათ მონაცემებს, შეიძლება გაბრაზდნენ რომ ამ წამალს ვხარჯავთ ტყუილად და შემდეგში პრობლემა შეგვექმნასო. მაშინ, თენგიზ ცერცვაძემ კატეგორიულად თქვა: ჩემთვის უიმედო პაციენტი არ არსებობს, ამ ხალხს უნდა ვუმკურნალოთო!

თენგიზ ცერცვაძის დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეყვანა ეს პაციენტები პროგრამაში და ვუმკურნალეთ მათ. მივიღეთ საოცარი შედეგი, ყველა ვერ განვკურნეთ, მაგრამ რაღაც ნაწილი განიკურნა, ერთი განკურნებული იცით რამდენს ნიშნავს?

ამაზე ჩემს პატარა ისტორიას მოგიყვებით, ჩემი მეუღლის თანამშრომლის სიძე იყო ძალიან მძიმედ, იცით რომ წამლებს ჩვენ სახლში არავის ვატანდით, მხოლოდ თვითონ უნდა მოსულიყვნენ, თვითონ უნდა აეღოთ, დაცვის მექანიზმი იყო ჩართული. მეუღლემ მთხოვა, საავადმყოფომდე ვერ მიდის პაციენტი, იქნებ რაღაც ვუშველოთო. გავიტანე ეს საკითხი კომიტეტზე, წავიდა ჯგუფი, შეამოწმეს მართლაც უმძიმესი იყო პაციენტი, დავიწყეთ ამ ადამიანის სახლში მკურნალობა, რა თქმა უნდა, კონტროლის ქვეშ. გავიდა დრო, ვიცი რომ ეს კაცი მეტ-ნაკლებად უკეთ იყო. კომიტეტის სხდომაზე ვზივარ, ჩემმა მეუღლემ იცოდა, სხდომა რომ მქონდა, „ვოთსაფზე” მოდის ვიდეო, სადაც ვიღაც კაცი ცეკვავს, ცოტა გავბრაზდი, რას ნიშნავს ეს?! ვინ არის ეს კაცი?! მეუბნება რომ ეს ის კაცია, რომელსაც უმკურნალეთ და დღეს ასე არის, შეუძლია რომ იცეკვოს, ცოცხალიაო. ბევრი ასეთი ისტორიაა მოსაყოლი. რატომ გიყვებით ასე დეტალურად? იმიტომ რომ ასეთი პაციენტების მკურნალობის გადაწყვეტილება რომ მივიღეთ, ამაში ბატონი, თენგიზ ცერცვაძის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან თქვა ეს სიტყვა!

რატომ გიყვებით ასე დეტალურად?  იმიტომ რომ ასეთი პაციენტების მკურნალობის გადაწყვეტილება რომ მივიღეთ, ამაში ბატონი, თენგიზ ცერცვაძის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან თქვა ეს სიტყვა!

ipress