გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თაკო ჩარკვიანი: კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა ვართ და იმიტომ არ წარმოადგინეს ანტიკრიზისული გეგმა

8-05-2020

"კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა ვართ და იმიტომ არ წარმოადგინეს ანტიკრიზისული გეგმა"- ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“სად ვართ და კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანაში. ასეთი აღქმა მაქვს. საფუძველშივე არასწორი მგონია უგულებელყოფა იმისა, რატომ ვართ ასე. ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარმოდგენილიყო. მე ვიხუმრე, რომ ვერაფრით ვერ მივხვდი რატომ ვერ წარმოადგინეს-მეთქი, განა მართლა ვერ მივხვდი. იმიტომ, რომ ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს, გაწერო ყოველი კაპიკი. მე მაგალითად გახარიას დღეს რომ ვუსმენდი, ძალიან მომაგონა ივანიშვილის პერიოდის ის დაპირება, საიდანაც არაფერი არ ასრულდა.

თავად ნორმალური ხელისუფალი უნდა მოქცეულიყო ასე, რომ ოპოზიცია ჩაესვა კონსოლიდირებულად ამ საკითხების განხილვაში. ეს რევერანსი კი არ იყო, ეს იყო ვალდებულება. პარლამენტში გყავს ოპოზიცია და ხალხის არჩეულ ხალხს პატივი უნდა სცე, მაგრამ როგორც წესი ხელისუფლება არ ასრულებს ამ ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში ნაკლები ეჭვი იქნებოდა. ოპოზიციის ჩართულობა არ მოხდა, ახლაც წარმოდგენა არ გვაქვს რა ხარჯვაზეა საუბარი. გაუმჭვირვალეობაა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ipress