გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბებოს, რომელიც ბოსელში ცხოვრობდა, სახლი-კონტეინერი გადასცეს

8-05-2020

დეველოპერულმა კომპანია „რედკომ საბედა ბებოს, რომელიც ხორხის ხეობაში, გომურში, ძროხასთან ერთად ცხოვრობდა, მეორადი სახლი-კონტეინერი გადასცა.

 

„ალბათ, ყველას გახსოვთ საბედა ბებო და მისი სევდიანი ისტორია.

 

საბედა ბებო გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა – ძროხასთან ერთად, ბოსელში; არ ჰქონდა თავზე ჭერი, წესიერი ავეჯი და საცხოვრებლად საჭირო მინიმალური პირობებიც კი.

 

კამპანიის #რედკოზრუნავს ფარგლებში, დეველოპერულმა კომპანია რედკომ გადაწყვიტა, საბედა ბებოსთვის მოეწყო პატარა, მყუდრო გარემო, სადაც ის თბილად შეძლებდა ცხოვრებას.

 

ჩვენ საბედა ბებოს მის შერჩეულ ადგილას დავუდგით სახლი-კონტეინერი, რომელიც კეთილმოწყობილია ავეჯით, ჭურჭლით და ყველა სხვა საჭირო ნივთით.

 

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ასევე Smart Supermarket-ს, რომელმაც ბებოსთვის სააღდგომო პასკები და სხვა პროდუქცია გამოყო“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრაიმტაიმი