გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რა უნდა ქნას მოსახლეობამ, თუ შემოდგომაზე COVID19-ის და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდება

8-05-2020

ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომის ბოლოს COVID19-ის და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, სასურველია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე.

 

„ყველაზე რთული იქნება თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა კოვიდის და გრიპის ვირუსის. ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე.

 

ჩვენ დავიწყეთ 5 000 -10 000 ადამიანიდან და შარშან 100 000 ადამიანი ავცერით, კერძო სექტორმა კიდევ დაახლოებით 35 000.

 

წელს დაახლოებით 140 000 დოზა გვაქვს ნაყიდი და კიდევ 100 000 გვინდა დავამატოთ, რომ მეტი რისკ ჯგუფები მოვიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პრაიმტაიმი