გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის არახალია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა გარემოსდაცვითი მიმართულებით და ბუნებაზე ზრუნვის თვალსაზრისით

8-05-2020

„ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში დეგრადირებული ურბანული ტყის განახლებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდს „ქართუ“ ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც ამ პროექტის დაფინანსებით ქალაქს უპრეცედენტო დახმარება გაუწია. ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა გარემოსდაცვითი მიმართულებით და ბუნებაზე ზრუნვის თვალსაზრისით.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილობას მიიღებს პროექტის განხორციელებაში. შეკრებილია პატრიოტი ადამიანების ის გუნდი, რომლებიც გამორჩეული პროფესიონალები არიან ურბანული ტყის დაგეგმვის თუ პროექტის განხორციელების საქმეში. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტრო, მისი ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და სპეციალისტი ამ პროექტის განხორციელების მონაწილე იქნება.

ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული ტყის აღდგენა და იმ პროექტის რეალიზება, რომელზეც ერთობლივად ვიმუშავეთ და რომელიც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს, გაალამაზებს, დადებითად იმოქმედებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალაქის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემა უკავშირდება მისი ჰაერის ხარისხს, რომელიც, დიდწილად, გამოწვეულია მცენარეული საფარის ნაკლებობით. 700 ჰექტარზე ახალი, ენდემური სახეობებით განაშენიანებული ტყე, ერთი მხრივ, შეცვლის ჩვენი ქალაქის იერსახეს, მეორე მხრივ, დადებითად აისახება გარემოზე და ჰაერზე.

მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას ამ პროექტის დაწყების ორგანიზებისა და განხორციელებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.