გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: არ შეიძლება ბავშვების გეგმური აცრები შევაჩეროთ

8-05-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აზრი, თითქოს ვაქცინაცია ადამიანებს ვნებს, არასწორია. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მშობლებმა  ბავშვების გეგმურ აცრებზე უარი არ უნდა თქვან. 


ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„არ შეიძლება ამ დროს შევაჩეროთ ჩვენი ბავშვების გეგმური აცრები. ვაქცინაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. მან ასეულობით მილიონი ადამიანი გადაარჩინა. როცა ახლად წარმოშობილი ინფექციური დაავადებები ჩნდება, ყოველთვის იმედით ვუყურებთ მათი საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნას. დიდ პანდემიებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სწორედ ვაქცინები და აცრებია. ის დიდი მოძრაობა, რაც არსებობს ვაქცინების წინააღმდეგ, დამერწმუნეთ, არაა სწორი, ნუ დაუჯერებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.