გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პაატა იმნაძე: როდესაც ასე გვიტევს კორონავირუსი, არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კიდევ სხვა დაავადებები

8-05-2020

ვაქცინაცია არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კი სამედიცინო აზრს შეუქმნია და დღეს, როდესაც ასე გვიტევს კორონავირუსი, არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კიდევ სხვა დაავადებები, რომელთა მართვა ადამიანებს შეუძლია და რომ ვაქცინაცია, კაცობრიობის მომავალია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ყვავილის დაავადების დამარცხების მე-40 წლისთავს მიეძღვნა.

მისი თქმით, ეს დაავადება კაცობრიობას 25 საუკუნის განმავლობაში ანადგურებდა და მისი დამარცხება გასულ საუკუნეში მოხდა და ეს ვაქცინაციის დამსახურებაა.

დღეს მსოფლიოში ყვავილის დაავადების დამარცხების დღეა. 1980 წლის 8 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ეს ინფექციური დაავადება აღმოფხვრილად გამოაცხადა.

imedinews.ge