გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20-02-2018

დღეს აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს და განიხილეს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მინიჭების შუამდგომლობის აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლების მერიისთვის გადაცემის, ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრების დამტკიცებისა და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების საკითხები.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება ამიერიდან ქალაქ ბათუმის მერიას ექნება. მერიას გადასცემს ამავე ექსკლუზიურ უფლებას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც და პროცესს სრულად ქალაქ ბათუმის მერია გააკონტროლებს.

„ჩვენი მიზანია გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართელობა და სწორედ მერიას ჰქონდეს უფლება ბოლომდე აკონტროლოს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, მერიას დასჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ გადაწყვიტოს რა ფორმით მოხდება საკითხის დარეგულირება, თუმცა ერთი რამ არის მთავარი - პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჯეოგრაფიკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცებაზე ისაუბრა. როგორც ლაშა კომახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება საჯარო შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან.დღევანდელ შეხვედრას, მერის ინიციატივით, წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებთან, სადაც მოწვეულები იყვნენ დარგის სპეციალისტები, ურბანისტები და ქალაქმგეგმარებლები. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში არსებული მდგომარეობის ადგილზე დათვალიერება, შეფასება და განხილვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკვე წარუდგინა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას. კერძოდ, ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონასთან დაკავშირებით განისაზღვრა: პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი; პროექტის შეფასების განხორციელება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით; მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მაცხოვრებლებისთვის.