გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კუჭავა: რამდენიმე წელიწადში განახლებულ და უნიკალური, ენდემური ჯიშებით გაცოცხლებულ მთაწმინდის ფერდობებს ვიხილავთ

8-05-2020

ტყის მასივი, რომელიც მთაწმინდიდს ფერდობებზე სავალალო მდგომარეობაშია. მან თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურა და საჭიროებდა კარგ გეგმას, თუ როგორ უნდა აღდგენილიყო ეს ყველაფერი. დროის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფინანსური მხრდაჭერა, რომელიც ესაჭიროება მსგავს დიდ პროექტებს, რათა განვახორციელოთ ზუსტად იმ სტანდარტებში, რომელსაც თბილისის მსგავსი ღირშესანიშნაობა იმსახურებს. ამიტომ, ფასდაუდებელია ის მონაწილეობა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს ამ უნიკალური ადგილების აღსადგენად, რომელიც თბილისის სიმბოლოს წარმოადგენს და რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი როგორც თბილისელებისთვის ისე თბილისში ვიზიტორებისთვის. რამდენიმე წელიწადში განახლებულ და მართლაც უნიკალური, ენდემური ჯიშებით გაცოცხლებულ მთაწმინდის ფერდობებს ვიხილავთ, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდპომარეის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და პირადად, ბიძინა ივანიშვილს, რომელთა ფინანსური მხარდაჭერით თბილისის მერია შეძლებს უნიკალური პროექტის განხორციელებას.

„დიდი მადლობა „ქართუ“ ფონდს და ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევით და ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მერია შეძლებს და განახორციელებს მართლაც ამ უნიკალურ პროექტს, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილიშვილებისთვის, ჩვენი თაობებისთვის ათწლეულების მანძილზე დარჩება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გამწვანების კუთხით.“, - აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.​